loader

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ და დადგნენ - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ და დადგნენ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.

როგორც კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, აკვირდებიან არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ მერია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის თაობაზე შესაბამისი პირების მხრიდან რეკომენდაცია გაიცემა.

კალაძის თქმით, ახალ კორონავირუსთან ერთად შესაძლოა, ცხოვრება მოგვიწიოს, ხოლო ვაქცინის გამოგონებამდე დისტანციის დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელია.

ასევე იხილეთ: როდის გაიხსნება მეტრო?

რა დახმარება დაერიცხებათ ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს?