loader

პირველი ბიოსენსორი, რომელიც კანში ანტიოქსიდანტებს განსაზღვრავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ბიოსენსორი, რომელიც კანში ანტიოქსიდანტებს განსაზღვრავს

მეცნიერებმა გამოიგონეს ბიოსენსორული მოწყობილობა, სახელად One X, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ და რამდენად ჯანმრთელად იკვევებით. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მას შეუძლია თქვენს კანში ანტიოქსიდანტების დონის დადგენა პირდაპირ თქვენი ხელისგულის მეშვეობით.

როგორც ცნობილია, ჩვენს კანში პიგმენტი კაროტინოიდების რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ, გამუდმებით იცვლება ჩვენი ცხოვრების წესის, რაციონისა და ყოველდღიური ჩვევების მიხედვით. One X აფიქსირებს და აღიქვამს თქვენს თითის ანაბეჭდს. შესაბამისად, შეიძლება მისი ისევე, როგორც ინდივიდუალურად გამოყენება, ასევე გაზიარებაც.