loader

რა სიახლეები დაგხვდებათ მთის კურორტებზე ახალი სეზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიახლეები დაგხვდებათ მთის კურორტებზე ახალი სეზონიდან

ქართული სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ამ ეტაპზე ერთდროულად ათი ახალი საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე, მიტარბის სამი, თეთნულდის ოთხი, და გუდაურის სამი საბაგირო დაიწყებს ფუნქციონირებას.

განახლებული საბაგირო გზებისა და ინფრასტრუქტურის გარდა, მთის კურორტების განვითარების კომპანია კვალიფიციური კადრების მომზადებაზეც მუშაობს. პირველად საქართველოში სამთო-სათხილამურო გამყოლების, მაშველებისა და ინსტრუქტორების სწავლება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში მოხდება. სკოლაში კვალიფიკაციის შესაბამის სერთიფიკატს ქართველი და უცხოელი ექსპერტები გასცემენ.