loader

თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება

თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრ ბიულენთ თუფენქჯისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნოდარ ხადურმა გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა. მისი თქმით, ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა საბაჟო საქმე. მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. გარდა ამისა, როგორც ხადურმა აღნიშნა, გარკვეულ ფენებზე, რომელიც ითვალისწინებს ორ უწყებას შორის თანამშრომლობას, ხელი მოეწერა მემორანდუმს.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე