loader

ფრჩხილების პრინტერი გოგოებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრჩხილების პრინტერი გოგოებისთვის

პროგრამისტმა და დიზაინერმა გოგონებმა გამოიგონეს მსოფლიოში პირველი ფრჩხილის პრინტერი, სახელად Nailbot, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ნახატის თუ ორნამენტის პირდაპირ ფრჩხილზე გადმოტანა სულ რაღაც 5 წამში. როგორც პრინტერის შემქმნელები ამბობენ, ის მუშობს ნებისმიერ სმარტფონთან. მათივე თქმით, პრინტერის გამოყენება ძალიან მარტივია: უნდა წაისვათ ფრჩხილზე ღია ფერის ლაქი, შემდეგ სპეციალურ აპლიკაციაში აარჩიოთ სასურველი ნახატი, სურათი თუ გაფორმება და აპარატი რამდენიმე წამში მას თქვენ ფრჩხილზე გადმოიტანს. გარდა ამისა, Nailbot Print აპლიკაციის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ თქვენი ფრჩხილის დიზაინი და შემდეგ ფრჩხილზე გადმოიტანოთ.