loader

რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "ჩემი კითხვა" ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენციაა, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას.