loader

"ნაციონალებს" ეძლევათ შანსი, რომ შექმნან სერიოზული კრიზისი და ეს "ქართული ოცნების" ბრალია - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალებს" ეძლევათ შანსი, რომ შექმნან სერიოზული კრიზისი და ეს "ქართული ოცნების" ბრალია - გია ხუხაშვილი

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განმარტა, რომ "მიუხედავად "ქართული ოცნების" გამარჯვებისა, კრიზისის ჩამოყალიბების რისკები არ შემცირებულა". ხუხაშვილის თქმით, "ნაციონალების" ამოცანა არც იყო გამარჯვება, მათ იცოდნენ, რომ "ოცნებასთან" წააგებდნენ. დღეს კი მათ ეძლევათ შანსი, რომ შექმნან სერიოზული კრიზისი და "ეს არის "ქართული ოცნების" ბრალი".
ხუხაშვილის აზრით, ერთადერთი სცენარი, რომლის მიხედვითაც "ნაციონალებს" მიეცემოდა კრიზისის განვითარების შანსი, ეს არის დღევანდელი სცენარი, როცა ერთმანეთის პირისპირ ორი პარტია დარჩა. გია ხუხაშვილის თქმით, თუ "პატრიოტთა ალიანსს" ფეხები კარგად დაუთბილეს, შეიძლება შეჰყვეს "ქართულ ოცნებას."

ასევე იხილეთ: უსუფაშვილმა ვერ მოიგო არჩევნები, რადგან მას გადმოესხა "რესპუბლიკური პარტიის" ნეგატივი - გია ხუხაშვილი