loader

ცხელი ჩაი და ყავა სიმსივნის გაჩენის მიზეზად დაასახელეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხელი ჩაი და ყავა სიმსივნის გაჩენის მიზეზად დაასახელეს

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ და საყოველთაო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ცხელი სასმელების მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ აღიარა. ძალიან ცხელი ყავა და ჩაი ზრდის სიმსივნის გაჩენის რისკს - ასეთი დასკვნა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში გააკეთეს. "შედეგები ადასტურებს, რომ ძალიან ცხელი სასმელების მიღება სიმსივნის გაჩენის მიზეზია.

დასკვნების გასამყარებლად, მეცნიერების ჯგუფმა სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა ჩინეთში, ირანში, თურქეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ცხელი ჩაის დალევა სწორედ ამ ქვეყნებშია მისაღები და ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია ყელის სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

ჩაის იდეალური ტემპერატურა - 60 გრადუსი, ყავისთვის კი - 58 გრადუსია.