loader

რა მიმართულებებს უმცირდება დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომავალ წელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიმართულებებს უმცირდება დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომავალ წელს?

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 2016 წელთან შედარებით დაახლოებით 80 მლნ ლარით მცირდება და 238 მლნ ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის ამ პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას არ აპირებს, რაშიც მიმდინარე წელს 48 მლნ ლარი დაიხარჯა. მცირდება აგრეთვე მელიორაციის სისტემის მოდერნიზაციისა და ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა. ქართული ჩაის აღორძინებისთვის 3,5 მლნ ლარის ნაცვლად მომავალ წელს მთავრობა მხოლოდ 1 მლნ ლარს დახარჯავს. ექსპერტების განმარტებით, 2017 წელს სოფლის მეურნეობა, როგორც პრიორიტეტული დარგი ვეღარ იქნება და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების შემცირებას ლოგიკურად მიიჩნევენ.