loader

ულიანდაგო მატარებლის მგზავრები - ცხოვრება ვაგონში საკვებისა და სადღესასწაულო ტორტების გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ულიანდაგო მატარებლის მგზავრები - ცხოვრება ვაგონში საკვებისა და სადღესასწაულო ტორტების გარეშე

საბურთალოზე, ყოფილი "წიგნის პალატის" უკან, ცინცაძის ქუჩაზე, 2 დაზიანებული ვაგონი დგას, სადაც მრავალშვილიანი ოჯახები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთში 39 წლის ტატიანა ჭოლოკავა, 41 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდ მეუღლესთან, სამ შვილთან, სიძესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. პატარა და დაზიანებული ნათესავის ვაგონი უკვე წლებია მათ საცხოვრებლად იქცა... აქ გადმოსვლამდე ვარკეთილში ცხოვრობდნენ. ბინის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დედამთილს სიმსივნე აღმოაჩნდა...

მათ მოპირდაპირე მხარეს, კიდევ ერთი ვაგონი დგას, სადაც მათი ნათესავი მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობს. პირობები აქაც იგივეა - დაზიანებული სახურავი, კედლები და იატაკი... ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ხუთი თვის ბექაა...

ამ ულიანდაგო ვაგონებში, სადაც ბავშვები იზრდებიან, ნამდვილ ბავშვობაზე, ტკბილეულზე და სათამაშოებზე და რა თქმა უნდა, სახლზე ოცნებობენ... ეს ის ოჯახებია, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ. არავინ იცის, შუაგულ თბილისში გაჩერებული მატარებლის ვაგონები, მგზავრების ნაცვლად, მაცხოვრებლებს რომ ძლივს იტევს, რამდენ ხანს გაძლებს...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი