loader

სამაჯური, რომელიც გოგონებს პროგრამირებას ასწავლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაჯური, რომელიც გოგონებს პროგრამირებას ასწავლის

ქალმა პროგრამისტებმა გამოიგონეს ინოვაციური და ამავდროულად შემეცნებითი სამაჯურები პატარა გოგოებისთვის. როგორც Jewelbots-ის შემქმნელები ამბობენ, მათი გამოგონება მიზანდ ისახავს გოგონებში ადრეულ ასაკში პროგრამირების უნარჩვევების გამომუშავებას. მათი თქმით, მეგობრობის სამაჯურები არა მარტო სახალისო და ლამაზია, არამედ, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და გოგონებს კოდირების სწავლაში ეხმარება. როგორც ამბობენ, სამკაულში ჩამონტაჯებულია დიოდური ნათურები და ბლუთუზი, რომლის საშუალებით მისი დაპროგრამება შეიძლება.

შედეგად სამაჯურს შეუძლია სხვადასხვა ფრად გაანათოს როდესაც თქვენი მეგობარი მოგიახლოვდებათ. ასევე გოგოებს საიდუმლო შეტყობინებების გაგზავნა და მიღებაც შეუძლიათ ვიბრაციისა და ნათების საშუალებით. Jewelbots-ის შემქმნელების თქმით, სპეციალური აპლიკაციის მეშეობით გოგოებს შეუძლიათ მისი მარტივად დაპროგრამება, რათა მას შესაბამისი რეაქცია ქონდეს ნებისმიერ ცვლილებაზე, იქნება ეს ამინდი, ინსტაგრამის შეტყობინება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, სამაჯურს ბავშვის დაცვის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია. მისი დაპროგრამების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ გზავნის შეტყობინებას მშობელთან თუ თავს ცუდად გრძნობთ ან რამე საფრთხე გემუქრებათ.