loader

ერთ-ერთი პირი, რომელმაც "ნავთლუღის სპეცოპერაციის" დროს საკონტროლო გასროლა განახორციელა დათა ახალაია იყო - ტრისტან წითელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთი პირი, რომელმაც "ნავთლუღის სპეცოპერაციის" დროს საკონტროლო გასროლა განახორციელა დათა ახალაია იყო - ტრისტან წითელაშვილი

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია იყო. ამის შესახებ მოწმე ტრისტან წითელაშვილმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად მასტერას აქვს წარდგენილი. წითელაშვილის ინფორმაციით, მის მიერ დაფუძნებული კომპანია ნავთლუღის ავტოსადგურისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი და რიგითი შემოვლის დროს შეესწრო ე.წ. სპეცოპერაციას.