loader

ომეგა ჯგუფის წარმომადგენელი: ადეიშვილის მოადგილემ ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოითხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომეგა ჯგუფის წარმომადგენელი: ადეიშვილის მოადგილემ ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოითხოვა

ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის საქმეზე მოწმის სახით „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი დაიკითხა. ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ზურა ადეიშვილის მაშინდელმა მოადგილემ ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოითხოვა. მან სასამრთლოზე განაცხადა, რომ პროკურტურიდან ბაკურ ჩიქოვანი დაუკავშირდა და უწყებაში დაიბარა, სადაც სანაცვლოდ მას „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი კომპანიების კვლავ გახსნა შესთავაზეს , სადაც იმ დროისთვის შინაგანი ჯარი იყო განთავსებული. მოწმის თმით, გენერალური პროკურორის მოადგილის მოთხოვნა მან ტელევიზიის ხელმძღვანელობას გადასცა, რასაც საბოლოოდ არხის ხელმძღვანელობა დათანხმდა. ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს.