სიგარეტი დნმ-ში ცვლილებებს იწვევს - რა უნდა ახსოვდეს ყველა მწეველს, სანამ "გაუკიდებს"
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს. მეთილირება დნმ-ის მოლეკულასთან მეთილის ჯგუფის მიერთებით გამოწვეული ცვლილებაა. სპეციალისტებმა მწეველებში რიგი ასეთი ცვლილებები აღმოაჩინეს.