loader

საკე - იაპონური კულტურის საგანძური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკე - იაპონური კულტურის საგანძური

საკე - იაპონური ბრინჯის ღვინის ისტორია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იაპონელები მას გამოიყენებდნენ ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვის დროს. ძველ იაპონიაში საკე მზადდებოდა იმპერატორის სასახლის კარზე და სინთოისტური ტაძრის მარნებში. ეს სასმელი წარმოადგენდა სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის აუცილებელ კომპონენტს. უკვე XII საუკუნეში სოფლებშიც აითვისეს მისი წარმოება და საკე იქცა იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწილად. მართალია, იაპონიაში უცხოეთიდან შემოსულმა და თანდათანობით დამკვიდრებულმა სასმელებმა, განსაკუთრებით, ლუდმა და ვისკიმ, შეავიწროვა ეროვნული საკე, მაგრამ მას მაინც არ დაუკარგავს თავისი ძველი მნიშვნელობა.