loader

პირველი მობილური ტელეფონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი მობილური ტელეფონი

პირველი მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს გამოჩნდა.

"MOTOROLA"-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა - მარტინ კუპერმა მანჰეტენზე სეირნობისას ფიჭური ტელეფონით გადაწყვიტა დაერეკა. გამვლელები გაკვირვებულები უყურებდნენ, რადგან სერიული ფიჭური ტელეფონების შექმნამდე კიდევ 10 წელი იყო.

ფიჭური კავშირის მუშაობის ძირითადი პრინციპები - ზარის გაგზავნა აბონენტების მიერ ერთი ფიჭიდან მეორეზე - ჯერ კიდევ 1946 წელს იყო ცნობილი ბელის ლაბორატორიებში, მაგრამ მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს დაინტერესდნენ AT&T და კონკურენტი ფირმა "მოტოროლა".