loader

ბათუმელი ქალი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა - გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმელი ქალი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა - გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია

ბათუმელი ქალბატონი 14 წლის წინ იტალიაში ემიგრაციაში წავიდა. ნონა ცინცაძეს ერთადერთი ქალიშვილისთვის, მაგდა მამალაძესთვის უზრუნველი მომავალი უნდა შეექმნა. შვილის უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად სხვა მრავალი ქართველი ქალბატონის მსგავსად, ისიც მატერიალურ სიდუხჭირეს იტალიიდან შეებრძოლა... პატარა მაგდა ბათუმში ბებიასთან იზრდებოდა. ნონა შვილისა და დედის სანახავად საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიოდა.
მაგდას დედა მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, მისი მეუღლისთვისაც მეორე ქორწინება იყო. წყვილი ერთად თითქმის არ ცხოვრობდა. ბეჟანი გერმანიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანებით ვაჭრობდა. ევროპაში ყოველი ჩასვლისას ნონას იტალიაში ნახულობდა...
2014 წელი, ივლისი, იტალია. მაგდა და დედა გერმანიიდან ბეჟანს ელოდებოდნენ. თუმცა, ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. საბედისწერო თარიღი: 2014 წლის 13 აგვისტო. თბილისი. ცოლ-ქმარი, მულის სახლში დაბინავდა ცინცაძის ქუჩაზე. ბეჟანის მობილური ტელეფონიდან დედა მაგდას უკავშირდება. 15 აგვისტოს ნონა ცინცაძე სილამაზის სალონში აპირებდა წასვლას. თვითონ ბეჟანი რაჭაში, შვილთან წასულა... ნონას კვალი სახლიდან გასვლის შემდეგ იკარგება...
"თავისუფალმა თემამ" ნონა ცინცაძის მეუღლესთან სცადა დაკავშირება. როგორც ბეჟანის და ამბობს, ბოლო ერთი თვეა ძმასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. არც მისი საკონტაქტო ტელეფონი მოგვცა...
მას შემდეგ, 2 წელი და 3 თვე გავიდა. დაკარგული ქალბატონის კვალს ვერსად მიაგნეს... მაგდა ახლა 19 წლისაა, დამოუკიდებლად ცდილობს ცხოვრებას შიშველი ხელებით შეებრძოლოს და დაადგინოს სიმართლე, სად რა ვითარებაში და როგორ გაუჩინარდა დედა, რომელიც მისთვის ყველაფერია... მას მატერიალური შესაძლებლობაც არ აქვს, რომ აიყვანოს ადვოკატი, რომელიც სიმართლის გარკვევაში დაეხმარება. მაგდას ახლა ყველაზე მეტად საზოგადოების თანადგომა სჭირდება!