loader

ახალი რეგულაციები და აკრძალვები, რომლებიც სატრანსპორტო სფეროში ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი რეგულაციები და აკრძალვები, რომლებიც სატრანსპორტო სფეროში ამოქმედდება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვამდე რამდენიმე თვე რჩება. ამ ეტაპზე, ახალი რეგულაციების ამოქმედების ორი სავარაუდო თარიღი, პირველი იანვარი ან პირველი მარტი სახელდება. ახალი მოწვევის პარლამენტი, მარჯვანასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან ერთად, სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხსაც განიხილავს. როგორც პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე აღნიშნავს, ბიზნესსა და მოსახლეობას უკვე მიეცათ გონივრული ვადა და საზოგადოება რეგულაციების ამოქმედებისთვის უნდა მოემზადოს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ახალი რეგულაციებისთვის ჯერჯერობით მზად არ არის და ამ კუთხით მთავრობას მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი. მათი აზრით, ტექდათვალიერების შემოღებისათვის საჭირო ბაზის არარსებობა და საზოგადოების ნეგატიური განწყობა რეგულაციების ამოქმედებას გააჭიანურებს.