loader

არქეოლოგებმა აღდგომის ტაძარში ქრისტეს "სასიკვდილო სარეცელი" აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არქეოლოგებმა აღდგომის ტაძარში ქრისტეს "სასიკვდილო სარეცელი" აღმოაჩინეს

საუკუნეების შემდეგ პირველად, მეცნიერებმა იმ ადგილის უძველესი ზედაპირი აღმოაჩინეს, რომელიც ტრადიციულად იესო ქრისტეს საფლავად მიიჩნეოდა. საფლავი ქრისტეს აღდგომის ტაძარში, იერუსალიმში მდებარეობს. სამარხი მარმარილოს ფენებით ახ.წ. 1555 წლიდან არის დაფარული.

"საფლავს მარმარილოს საფარი მოვაშორეთ და მის ქვემოთ ახალი ფენების აღმოჩენით გაოგნებულები ვიყავით, - განაცხადა არქეოლოგმა და რესტავრატორმა ფრედრიკ ჰიბერტმა.  - ეს ხანგრძლივ სამეცნიერო ანალიზს საჭიროებს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ ვიხილოთ იმ უძველესი ქვის ზედაპირი, რომელზეც, ტრადიციის თანახმად, ქრისტე ესვენა.