loader

უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო დოლარზე ან ევროზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო დოლარზე ან ევროზე?

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში ნდობა დაკარგა. მათი აზრით, მაღალი დოლარიზაციის პირობებში ქვეყანაში მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებაა საჭირო. ისინი მთავრობას არსებული რეალობის უკეთ გაანალიზებას ურჩევენ და ლართან ერთად მიმოქცევაში სხვა ვალუტის დაშვებას უწევენ რეკომენდაციას. ფულადი ტრანზაქციების სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებას ექსპერტთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი განმარტებით, მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება ქვეყანაში არსებულ ფინანსურ წესრიგს გააუარესებს.