ექსპერტების პროგნოზი ლარის კურსზე და მიზეზები, რამაც გაუფასურება გამოიწვია
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 43 თეთრს შეადგენს.
ექსპერტთა ნაწილი ლარის დასტაბილურებას მოკლევადიან პერიოდში არ ვარაუდობს. ეკონომისტი დავით ასლანიშვილი ლარის გაცვლითი კურსის დაცემას ეროვნული ვალუტის დაგროვებითი ფუნქციის მოშლითა და მთავრობის არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკით ხსნის. ეკონომისტი პაატა შეშელიძე მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ურჩევს. მისი თქმით, დღეს არსებული პოლიტიკა ფინანსური რყევების გაძლიერებისკენ არის მიმართული და ლარის დასტაბილურებას ხელს არ უწყობს.
ეკონომისტების ნაწილის პესიმიზმს არ იზიარებს. ექსპერტ მიხეილ დუნდუას განმარტებით, ლარზე დროებითი გავლენა მსხვილმა ტრანზაქციებმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა იქონია.