loader

კუნძული, სადაც არ იციან, რა არის ავადმყოფობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუნძული, სადაც არ იციან, რა არის ავადმყოფობა

ფილიპინების ზღვაში ხანდაზმულთა კუნძული არსებობს. ეს არის იაპონური კუნძული ოკინავაზე, სადაც 500-ზე მეტი მცხოვრები 100 წელს არის გადაცილებული.

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულები იაპონელები არიან. იაპონიაში 50 000 ადამიანია, რომელთა ასაკი 100 წელი და მეტია. ეს შედეგი, სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რეკორდულია.

ოკინავაზე უხუცესები დაუჯერებლად ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მათ, პრაქტიკულად, არ იციან, რა არის სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინფარქტი. ქუჩებში დაინახავთ 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც მოტოციკლებით სეირნობენ, კარატეში ვარჯიშობენ, ცეკვავენ, ერთობიან, ბაღში მუშაობენ და, რა თქმა უნდა, არ აპირებენ პენსიაზე გასვლას.