loader

"ფოლკსვაგენი" ევროპიდან დამატებით 2,6 მილიონი ავტომობილის გაწვევას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფოლკსვაგენი" ევროპიდან დამატებით 2,6 მილიონი ავტომობილის გაწვევას გეგმავს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა "ფოლკსვაგენმა" ადგილობრივი რეგულატორისგან დიზელის სკანდალში მოყოლილი ავტომობილების ტექნიკური შეკეთების უფლება მიიღო.
ნებართვის შედეგად, კომპანია ევროპის მასშტაბით დამატებით 2.6 მილიონ მანქანას გაიწვევს შეკეთების მიზნით.

გასულ წელს გერმანული ავტოკონცერნის წინააღმდეგ ევროპაში, აშშ-სა და აზიაში გამოძიება დაიწყო. "ფოლკსვაგენმა" აღიარა, რომ მინიმუმ 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს. თუმცა, თავდაპირველად აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხებოდა, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა.

ხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე