loader

წყლის გადასახადი ოქტომბრიდან იმ ბინებზეც ირიცხება, სადაც არავინ ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყლის გადასახადი ოქტომბრიდან იმ ბინებზეც ირიცხება, სადაც არავინ ცხოვრობს

კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა" ოქტომბრიდან წყლის ტარიფის გადასახადის ახალი ფორმა აამოქმედა. ახალი სისტემით, წყლის გადასახადი იმ საცხოვრებელ ფართებზეც დაირიცხება, სადაც ოფიციალურად არავინ ცხოვრობს. გადასახადი 3 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს.

გადასახადის დარიცხვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანია დაადგენს, რომ კონკრეტულ სახლს ვინმე საცხოვრებლად იყენებს. ეჭვის შეტანის საფუძველი მცირე ელექტროენერგიის მოხმარებაც შეიძლება გახდეს. წყლის ტარიფის გადახდის ახალი ფორმის ამოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ენერგოომბუდსმენი.

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში" წყლის გადასახადის ახალი ფორმის ამოქმედების მიზეზებს განმარტავენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სისტემის ამუშავებას წინ უძღოდა მარეგულირებელ კომისიასთან შესაბამისი მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა.

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი მასზე დარიცხულ წყლის გადასახადს უკანონოდ მიიჩნევს, კომპანია მას ინდივიდუალურ განხილვას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად კი, დუბლირებული დარიცხვის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელმა "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს"  უნდა წარუდგინოს საბუთი, რომელიც მისამართზე მის ცხოვრებას და წყლის მოხმარებას გამორიცხავს.