loader

ტურისტებისთვის 2017 წელს საქართველო საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურისტებისთვის 2017 წელს საქართველო საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების 2017 წლის რეიტინგში საქართველო საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია იპსოს მორის რეიტინგის თანახმად, საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს განეკუთვნებიან ქვეყნები, სადაც შეიმჩნევა პერიოდული პოლიტიკური არეულობები, ძალადობრივი საპროტესტო აქციები, ამბოხებები და არარეგულარული ტერორიზმის აქტები.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მოგზაურები და საერთაშორისო პირები შესაძლოა, გახდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი თემის, სექტანტებისა და რასობრივი მოძალადების მხრიდან ძალადობისა და დანაშაულებრივი საფრთხის მსხვერპლი.

ტურისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად სირია, ავღანეთი, იემენი, ლიბია, სუდანი და სომალი დასახელდა. 

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების პირველი ხუთეულში კი ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია და შვეიცარია არიან.