loader

ერთი ქალის ემოციური ისტორია გისოსებს მიღმა და მის გარეთ... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი ქალის ემოციური ისტორია გისოსებს მიღმა და მის გარეთ...

ირინა აზაროვა თურქეთიდან სარფში მომავალი, საზღვარზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ჩადენილ ნარკოდანაშაულზე 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამნისტიამ ხანგრძლივ პატიმრობას გადაარჩინა. გისოსებს მიღმა უამრავი მძიმე მოგონება და ტკივილით სავსე რვა წელი დატოვა.
წინ ახალი გამოწვევები ელოდება. მალე მაღაზიას გახსნის. იქ მხოლოდ ყოფილი პატიმრების ნამუშევრები გაიყიდება. იმედი აქვს, რომ ციხეში შეძენილი სხვა მეგობრებიც მალე დატოვებენ დაწესებულებას და ყველა ერთად კეთილი საქმის კეთებას გააგრძელებს. ახლა საქართველოს სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქეა.