loader

მთვრალ მძღოლს მართვის მოწმობა უნდა შეუჩერდეს 1-2 წელი და მეტიც, ასევე უნდა მოქმედებდეს ადმინისტრაციული პატიმრობა - დავით მესხიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალ მძღოლს მართვის მოწმობა უნდა შეუჩერდეს 1-2 წელი და მეტიც, ასევე უნდა მოქმედებდეს ადმინისტრაციული პატიმრობა - დავით მესხიშვილი

მთვრალი მძღოლი უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად და მართვის მოწმობა უნდა შეუჩერდეს 1-2 წელი და მეტიც, ასევე უნდა მოქმედებდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, - ამის შესახებ განაცხადა დავით მესხიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებზე საუბრისას. მისი თქმით, გზებზე გადაადგილდებიან "მკვლელი მძღოლები", რომლებიც იმაზე საშიშნი არიან, ვიდრე შეიარაღებული ადამიანები. მესხიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონმორჩილი მოქალაქეები. რაც შეეხება განათლების სისტემას, მესხიშვილის განმარტებით, ეს არის პირველი სისტემა, სადაც რეფორმები უნდა გატარდეს, რადგან დღეს მოქმედი ავტოსკოლების უმრავლესობა მომავალ მღოლებს შესაბამისი განათლებას ვერ უზრუნველყოფს.