მარგველაშვილი: ვისაც შეკვეცილი არ აქვს უფლებამოსილება, იმან ხომ ააშენა ქვეყანა!
პრეზიდენტი მარგველაშვილი თვლის, რომ ის ზეპარტიული პრეზიდენტია და ამ ნიშნით მოქმედებს ყოველთვის. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, პარტიებზე ზემოთ დადგომის სტანდარტი მან ამ წლების განმავლობაში შეინარჩუნა.