loader

ვინც არ აკეთებს თავის საქმეს კარგად, აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში - ალექსანდრე ჯეჯელავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინც არ აკეთებს თავის საქმეს კარგად, აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში - ალექსანდრე ჯეჯელავა

ჩვენ უნდა გვყავდეს ნაკლები ხალხი, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი, მათ პრემიაც უნდა მიიღონ და დანამატიც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ”ქამრების შემოჭერის” განცხადების შემდეგ როგორია სტატისტიკა და რას აკეთებს ცენტრალური მთავრობა იმისთვის, რომ პრემიების და დანამატების კონტროლი მოხდეს.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასეთი კონტროლი არსებობს. მისივე განმარტებით, არსებობს ხელფასი, პრემია, დანამატი, მაგრამ მათი ჯამი შემცირდა.

”ადმინისტრაციული ხარჯების და ანაზღაურების ხარჯების შემცირება გულისხმობს, რომ ჯამური თანხა, მაგალითად, რომელიც ჩემს სამინისტროს ჰქონდა, რამდენიმე მილიონით შემცირდა. დარჩენილი თანხიდან მე შემიძლია გადავანაწილო.