loader

IREX-ის მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამერიკის საელჩოში მრგვალი მაგიდა მოეწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

IREX-ის მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამერიკის საელჩოში მრგვალი მაგიდა მოეწყო

მედიის განვითარება და ურთიერთგამოცდილების გაზიარება - IREX-ის მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამერიკის საელჩოში მრგვალი მაგიდა მოეწყო. ღონისძიებაზე, პარტნიორობაში მონაწილეობის შედეგების პრეზენტაცია, ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებმა გამართეს. პალიტრანიუსმა, ტელეკომპანია WICU-სთან პარტნიორობით, გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში, მენეჯმენტისა და სტაფის ურთიერთგამოცდილებით შემუშავებული განვითარების საორგანიზაციო სტრატეგია წარმოადგინა. პრეზენტაციის შემდეგ ქართულ მედია საშუალებებს სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტი ქართულ - ამერიკულ მაუწყებლებს შორის პროფესიონალური კავშირებისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.