loader

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გვაცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.



ასევე დაგაინტერესებთ: აკა მორჩილაძის ემოციური გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, რომელმაც "ფეისბუქზე" ყველა აალაპარაკა