loader

"არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი... მე აღარ ვარ მე" - ლალი მოროშკინა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" პროტესტის ნიშნად ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი... მე აღარ ვარ მე" - ლალი მოროშკინა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" პროტესტის ნიშნად ტოვებს

ლალი მოროშკინა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" პროტესტის ნიშნად ტოვებს. ამის შესახებ ლალი მოროშკინამ  სოციალურ ქსელში წერს: 

"მე ჩავიფსი" - როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს - მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივცემულობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა, რომ მე ეს არ მეხება? - მე,
მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24-საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები - მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის თორნიკე Kverenchkhiladze-ს ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს, ხოლო მე ჩუმად ვარ - ვინ ვარ მე?
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე -
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოგრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი" - წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ: "ლალი, შენ მართლა 48 წლის ხარ?!" - ჟიურის რომელი წევრი მოხიბლა ლალი მოროშკინას ცეკვამ?