loader

"არსებობს ერთი მაგარი გოგო, რომელმაც ჩემი დაცვა მაინც შეძლო, ძალიან ცუდი ინციდენტისგან" - ნინი ქარსელაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს ერთი მაგარი გოგო, რომელმაც ჩემი დაცვა მაინც შეძლო, ძალიან ცუდი ინციდენტისგან" - ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ:

"ყველაზე დიდი უბედურება, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვმართა, იმ ბევრ უბედურებასთან ერთად, არის ის, რომ ახლობლები, მეგობრები გადაკიდა ერთმანეთს! მრავლობითში იმიტომ არ ვთქვი "გადაგვკიდა", რომ ჩემიანს ან სულაც ახლობლის ახლობელსაც კი, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ცუდად არასოდეს შევხებივარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან მე ასე გავიზარდე, დედა - ხათუნა ჟორდანია სულ მეუბნებოდა:

"ხომ იცი, ის ჩემი ახლობელია ან ახლობლის შვილია, ან მამაშენის ან ბიძაშენის". ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი, არასოდეს შევეხო ადამიანს, რომელთანაც ცხოვრებაში რაიმე ლინკი მაინც მქონია ან მაქვს. ამ დაძაბულ და სტრესულ პერიოდში ძალიან ბევრი "ახლობლისგან" ეს ვერ დავინახე. სიმართლე გითხრათ, ყველას ერთ ქვაბში არ მოვხარშავ და გეტყვით, რომ არსებობს ერთი ძალიან მაგარი გოგო, თან პატარა, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ჩემი დაცვა მაინც შეძლო (ძალიან ცუდი ინციდენტისგან). მე ეს სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება და დავუფასებ!
ცხოვრება ძალიან უცნაური რამ არის, სიყვარული და ურთიერთობები თუ გადაგვარჩენს. კარგია, თუ ეს სულ გემახსოვრებათ!
დედა, დიდი მადლობა, რომ ეს პრინციპი არსებობს ჩემში! ეს შენი და ჩემი ოჯახის დამსახურებაა!

P.s. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვიხმარო სიტყვა მხარე, რომელიც ძალიან არ მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, აი, ეს სხვაობაა ჩვენს და თქვენს მხარეს შორის!" - წერს ნინი ქარსელაძე.