loader

დაძაბული და ემოციური ფინალი უკრაინულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ნახეთ, რომელი ადგილი დაიკავა ირაკლი მაქაცარიამ, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაძაბული და ემოციური ფინალი უკრაინულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ნახეთ, რომელი ადგილი დაიკავა ირაკლი მაქაცარიამ, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა

25 ნოემბერს უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალური ტური შედგა. ბოლო ეტაპზე ერთმანეთს კონკურენციას სამი დუეტი უწევდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ნახევარფინალისტი ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი - ირაკლი მაქაცარია გახლდათ.

ირაკლი მაქაცარიამ, რომელსაც საზოგადოება გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მესამე ადგილი დაიმსახურა.

კონკურსის გამარჯვებულის ტიტული კი იგორ ლასტოჩკინმა და ილონა გროზდოვამ დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა და ირაკლის დამარცხების მიზეზად მისი ეროვნება დაასახელა. "ირაკლის ხმა მხოლოდ იმიტომ არ მისცეს, რომ ის საქართველოდანაა", - დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა.