loader

"ზოგჯერ ზღვარს სცდება... ყავა გადამცდა, შოკში ჩავვარდი" - რა რეაქცია ჰქონდა სოფო ნიჟარაძეს, როცა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში ფეხმძიმობა დააბრალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზოგჯერ ზღვარს სცდება... ყავა გადამცდა, შოკში ჩავვარდი" - რა რეაქცია ჰქონდა სოფო ნიჟარაძეს, როცა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში ფეხმძიმობა დააბრალა

მომღერალი სოფია ნიჟარაძე 24 წლის ასაკიდან მუსიკალური პროექტების ჟიურიში ზის და რაც დრო გადის, მისი შეფასებები უფრო მკაცრი და პრინციპული ხდება. ეს განსაკუთრებით "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე გამოჩნდა.

"მხოლოდ ქართულის" დაწყებას წინ "სკანდალი" უძღვოდა. თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება მოიარა ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ "გასროლილმა" ახალმა ამბავმა, თითქოს სოფო ორსულად იყო და არ იცოდამ შეძლებდა თუ არა, ლაივ-კონცერტებში ჩართულიყო.

- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მე ვყავარ ამოჩემებული. თუმცა ხანდახან ისეთ ზღვარს გადასცდება ხოლმე, რომ ალბათ ჰგონია, სამზარეულოში ვსხედვართ და იქ ვსაუბრობთ. როცა ჩემზე ლაპარაკობს, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ამას მილიონობით ადამიანი ისმენს.

- როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თქვენ ორსულად ხართ და ამიტომ არ იცოდა, "მხოლოდ ქართულში" როგორ შეძლებდით მუშაობის გაგრძელებას, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ეს მოისმინეთ?

- სამზარეულოში ვიჯექი, როცა გიორგის ვუყურებდი "შუადღის" ეთერში. ეს რომ თქვა, ყავა გადამცდა, შოკში ჩავვარდი. არ ვიცოდი, გამცინებოდა თუ გავბრაზებოდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვიცი გიორგის ტიპაჟი, უბრალოდ ვერ გავბრაზდი.

არადა, ძალიან ძნელი იყო იმის მიღება, რომ მეგობარი შენზე ხუმრობს პირდაპირ ეთერში და შეიძლება მაყურებლის დიდ ნაწილს ეს დაეჯერებინა.

სულ რომ სიმართლე ყოფილიყო, ნამდვილად არ მენდომებოდა, მეგობარს პირდაპირ ეთერში ჩემი ცხოვრების დეტალები მოეყოლა. მაგრამ გიორგი არის გიორგი, რაც მისთვის მიპატიებია, სხვისთვის არავისთვის მიპატიებია.


ჟურნალი "სარკე"