loader

"თუ სიკვდილი ხვალ მიწერია, არ ვიდარდებ, მართლა ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო" - ფაქტები ლეგენდარულ ფრედი მერკურიზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ სიკვდილი ხვალ მიწერია, არ ვიდარდებ, მართლა ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო" - ფაქტები ლეგენდარულ ფრედი მერკურიზე

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და ბრიტანული მუსიკის ლეგენდა ფრედი მერკური ზანზიბარში 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. ლეგენდარული მუსიკოსის ნამდვილი სახელი და გვარი ფარუხ ბულსარა იყო, თუმცა მუსიკოსს არ უყვარდა, როდესაც მას რეალური სახელით მიმართავდნენ და ფრედი მან ჯერ კიდევ ინგლისში ჩასვლამდე დაირქვა. თავისი პირველი სიმღერა ფრედიმ 12 წლის ასაკში დაწერა. ეს იყო "I'm Going To The Top" ("მე მაღლა მივიწევ").

მოგვიანებით თავის ინტერვიუში ფრედიმ თქვა, რომ ამ სიმღერამ მისი მომავალი იწინასწარმეტყველა. მოგვიანებით მერკური შეუერთდა როკ-ჯგუფ "სმაილს", რომელიც ფიზიკის ფაქულტეტის სტუდენტმა ბრაიან მეიმ შექმნა. ფრედიმ ჯგუფს სახელი შეუცვალა და მას "ქუინი" უწოდა. მათი პირველი სინგლი "Keep Yourself Alive" რადიოს ეთერში არ გაუშვეს. არც პირველ ალბომს დაუმსახურებია მოწონება. "ქუინი" სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს იყენებდა. ეს მათი წარმატების მთავარი გასაღები იყო, ფრედი მერკურის გენიალურობასთან ერთად. მთლიანობაში, გაიყიდა Queen-ის 150 მილიონ დისკზე მეტი.