loader

"ვიცე მის საქართველო" "მის სამყაროზე" წაბორძიკდა, თუმცა უხერხულობა ღიმილით გაანეიტრალა - ნახეთ ლარა იანი ულამაზეს შოუზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცე მის საქართველო" "მის სამყაროზე" წაბორძიკდა, თუმცა უხერხულობა ღიმილით გაანეიტრალა - ნახეთ ლარა იანი ულამაზეს შოუზე

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონა ფილიპინელი ლამაზმანი კატრიონა გრეი გახდა. კატრიონამ "მის სამყარო 2018"-ის ტიტული 16 დეკემბერს ტაილანდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ ულამაზესი გოგონები.

"მის სამყარო 2018" კატრიონა გრეი 24 წლისაა, მათ შორის იყო საქართველოს სახელით წარგზავნილი "I ვიცე მის საქართველო" ლარა იანი, რომელმაც სამწუხაროდ, საუკეთესოთა ოცეულში მოხვედრა ვერ მოახერხა.

მსოფლიოს ლამაზმანებმა თავიანთი სილამაზე რამდენიმე კონკურსზე წარმოადგინეს, მათ შორის: საღამოს კაკების, ეროვნული სამოსის და საცურაო კოსტიუმის ტურებზე.

ლარა იანი ქართული სამოსის ტურზე "I ვიცე მის საქართველო" ეროვნული სამოსის ტურზე, თეთრი, ქართულორნამენტებიანი კაბითა და თავსაბურავით წარსდგა, საღამოს კაბა კი ვერცხლისფერში იყო გადაწყვეტილი. ლარა იანის საღამოს კაბების ტურზე ერთი უხერხულობაც შეექმნა - პოდიუმზე გრძელშლეიფიანი კაბით მომავალმა ოდნავ წაიბორძიკა, თუმცა მომხიბვლელი ღიმილით გაანეიტრალა სიტუაცია.

რაც შეეხება "მის სამყაროს" ტიტულის მფლობელს - 24 წლის კატრიონა გრეი კარგად ცნობილი ტელეწამყვანი და მომღერალია, გოგონა ფილიპინის სახელით გამოვიდა სილამაზის კონკურსზე, თუმცა ის ამჟამად კანადაში ცხოვრობს.