loader

უკრაინული კორდებალეტი, ვარსკვლავთცვენა და დაუვიწყარი შოუ - ცნობილი სახეების წინასაახალწლო წვეულება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული კორდებალეტი, ვარსკვლავთცვენა და დაუვიწყარი შოუ - ცნობილი სახეების წინასაახალწლო წვეულება

მართალია ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჟურნალ "ბომონდის" პარტნიორებს და მკითხველს ნამდვილად გაუმართლა. ყველაზე გლამურულმა გამოცემამ, უკვე მეორე წინასაახალწლო წვეულება გამართა, სადაც სტუმრებისთვის გათამაშებები და დაუვიწყარი შოუ მოაწყო.
წვეულება "ფლამინგო ლაუნჯში" შედგა, სადაც უამრავი სტუმარი შეიკრიბა.

ვინც თვალს ადევნებს "ბომონდის" წვეულებებს დაგვეთანხმება, რომ ის საკუთარ სახელს ყოველთვის ამართლებს და გლამურულთან ერთად, ორიგინალური და განსხვავებულია.
სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, რომლებმაც "ფლამინგოს" უგემრიელესი და ეგზოტიკური ფურშეტი დააგემოვნეს, ვისაც უფრო გაუმართლა, საჩუქრებიც მოიგო.

ღონისძიებაზე უამრავმა ადამიანმა მოიგო პრიზი. გათამაშდა "არტთაიმის", "ლაიმალუქსის" პროდუქცია. ასევე "frank provost"-ის ნაკრები, "არომატეკას" სუნამო, ლაუნჯ "ფლამინგოს" და "ახალი ნათების", "სამ რაან სპას" ვაუჩერი. ასევე არაყი "სტოლის" პროდუქცია.

ავტორი: თამუნა ბოჭორიშვილი