loader

ახალი წყვილი ჰოლივუდში - შარლიზ ტერონი და ბრედ პიტი ერთმანეთს ხვდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი წყვილი ჰოლივუდში - შარლიზ ტერონი და ბრედ პიტი ერთმანეთს ხვდებიან

დასავლური ტაბლოიდების მტკიცებით, შარლიზ ტერონი და ბრედ პიტი ერთმანეთს ხვდებიან. The Sun-ი წერს, რომ მსახიობები ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ საერთო მეგობარმა, შონ პენმა გააცნო, რომელიც, იმავე დროს, ტერონის საქმრო იყო.

როგორც აღმოჩნდა, შობის შემდეგ ურთიერთობას რომანტიკული განვითარება მოჰყვა.

„ისინი უკვე ერთი თვეა, ერთმანეთს ხვდებიან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეგობრები იყვნენ - ირონიულია, მაგრამ შონის დამსახურებით. ურთიერთობა შეიცვალა“, - ამბობს გამოცემის წყარო.

ტერონი და პიტი ლოს-ანჯელესში, რესტორანში გასულ შაბათ-კვირას რომანტიკულ ვახშამზე ერთად შენიშნეს. თვითმხილველების თქმით, აშკარა იყო, რომ მათ შორის ურთიერთობა მეგობრობის საზღვრებს სცდება.

ბრედ პიტი ცოლს, ანჯელინა ჯოლის 2016 წელს დაშორდა. მათ 6 შვილი ჰყავთ.