loader

კადრები ზურაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრიდან - რაზე ესაუბრა ევროპიდან დაბრუნებული პრეზიდენტი ილია მეორეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ზურაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრიდან - რაზე ესაუბრა ევროპიდან დაბრუნებული პრეზიდენტი ილია მეორეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა, - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„შევხვდი მის უწმინდესობას. ვისაუბრეთ ჩვენს ვიზიტებზე უცხოეთში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე. კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს“, - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.