loader

10-წლიანი პაუზის შემდეგ "რამშტაინი" სკანდალური სიმღერით დაბრუნდა - ვიდეოს ნახვა მხოლოდ სრულწლოვნებს შეუძლიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10-წლიანი პაუზის შემდეგ "რამშტაინი" სკანდალური სიმღერით დაბრუნდა - ვიდეოს ნახვა მხოლოდ სრულწლოვნებს შეუძლიათ

10-წლიანი პაუზის შემდეგ რამშტაინმა ახალი, მეშვიდე ალბომის პირველი სინგლი გამოუშვა. გერმანული როკ-ჯგუფი ფანებს სკანდალურად დაუბრუნდა. 9-წუთიან ვიდეოს, რომლის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა, ამ დროისთვის youtube-ზე თითქმის 6 მილიონი ნახვა აქვს. კლიპში გამოყენებული კადრების გათვალისწინებით, ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული.

"დოიჩლენდ" - ასე ჰქვია სიმღერას, რომლის კლიპშიც როკ-ჯგუფ "რამშტაინის" წევრებმა გერმანიის ისტორიული ფაქტები გააცოცხლეს და სხვადასხვა როლი მოირგეს. ვაიმარის რესპუბლიკა, ნაცისტური და კომუნისტური გერმანია - ამ ისტორიული მომენტების რამშტაინისეული ინტერპრეტაციის პარალელურად, როკ-ჯგუფის წევრები გერმანიისადმი ერთდროულად არსებული სიყვარულისა და ზიზღის გრძნობაზე მღერიან.

"რამშტაინის" ახალ კლიპში ისეთი ისტორიული მოვლენებიც მოხვდა, რომელთა გამო გერმანელები უკვე რამდენიმე ათწლეულია, სინანულში არიან; რომლებზეც, როგორც წესი, არ საუბრობენ, არ მღერიან და უკვე აღარ აჩვენებენ. ჯგუფის წევრებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს და საკონცენტრაციო ბანაკის კადრები ზოლიანი ფორმების მორგებითა და სიკვდილმისჯილთა სახრჩობელაზე ასვლით გააცოცხლეს. მეტი სიმძაფრისთვის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ფორმაზე დავითის ვარსკვლავიც არის გამოსახული, რომლის ტარებასაც ნაცისტები ბანაკში მოხვედრილ ებრაელებს აიძულებდნენ.



ავტორი: სალომე აბულაშვილი