loader

მადონასა და კოლუმბიელი სექსსიმბოლოს მსუბუქი ეროტიკა სცენაზე და 5-წუთიანი სანახაობა, რომლისთვისაც 5 მილიონი დოლარი დაიხარჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მადონასა და კოლუმბიელი სექსსიმბოლოს მსუბუქი ეროტიკა სცენაზე და 5-წუთიანი სანახაობა, რომლისთვისაც 5 მილიონი დოლარი დაიხარჯა

1-ელ მაისს  წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე Billboard Music Awards პოპ-მომღერალმა მადონამ  ახალი სინგლი ცოცხლად პირველად შეასრულა.

ეს არის სიმღერა სახელწოდებით "მედელი", რომელსაც პოპის დედოფალი კოლუმბიელ მომღერალ მალუმასთან ერთად ასრულებს. ეს გამოსვლა დაჯილდოების ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ძვირადღირებული პერფომანსი. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა თავად დაფარა გამოსვლისთვის საჭირო თანხები. საუბარია 5 მილიონ დოლარზე, რომელსაც მომღერალი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის ხარჯავს. შესრულება წარმოდგენილი იყო ჰოლოგრამებითა და CGI ტექნოლოგიის თანხლებით და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ ტიპის გამოსვლა აქამდე ცოცხალ სატელევიზიო ეთერში არ მომხდარა.