loader

ჩიკა შეყვარებულია? - ვინ არის მსახიობის რჩეული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩიკა შეყვარებულია? - ვინ არის მსახიობის რჩეული

მსახიობი ანა ჩირაძე საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა. მსახიობობის პარალელურად, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელიც იყო, საიდანაც მას შემდეგ წამოვიდა, როცა ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი აირჩია.
ჩიკა ერთხელ იყო დაქორწინებული, პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი ჰყავს.
ანა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, იგი ხშირად დებს ცნობილ შეფ-მზარეულ კონსტანტინე თედელურთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. კონსტანტინე თედელურს სახალხო პოპულარობა მეგაშოუ "მასტერ-შეფმა" მოუტანა. 
აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ანა ჩირაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, გიორგი მარგველაშვილთან მიწვევით მუშაობდა კონსტანტინე თედელურიც, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობები სწორედ მაშინ გაუჩნდა.
თებერვალში ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ერთად დასვენება გადაწყვიტეს და ისინი იტალიაში იმყოფებოდნენ. წყარო: reitingi.ambebi.ge


იხილეთ სრულად : პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწყებული სიყვარულის ისტორია - ვინ არის ჩიკას შეყვარებული