loader

А Студио-მ საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტი ჩაშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

А Студио-მ საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტი ჩაშალა

რუსული მედიის ცნობით, ჯგუფმა А Студио-მ ("ა სტუდიო") საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტიც ამ მიზეზით ჩაშალა.

А Студио-ს დირექტორმა ევგენი სელეზნიოვმა "რია ნოვოსტთან" საუბარში განაცხადა, რომ კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო მანამდე, სანამ ქვეყანაში არ მოხდება სიტუაციის ნორმალიზება" - განაცხადა სელეზნიოვმა.

კონცერტი ბათუმში კლუბ UP2U-ში იყო დაგეგმილი. reitingi.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პუტინის მხარდამჭერმა რუსულმა ჯგუფმა კონცერტი საკუთარი ინიციატივით გადადო და ქართველ ორგანიზატორებს იმ თანხის ნაწილსაც არ უბრუნებენ, რომელიც მათ წინასწარ გადაურიცხეს.