loader

ლოლას ცხოვრებაში სიახლეა, ვინ ჩაანაცვლა გიორგი წერეთელი? - ლოლიტას პირველი კომენტარი ქმართან დაშორების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოლას ცხოვრებაში სიახლეა, ვინ ჩაანაცვლა გიორგი წერეთელი? - ლოლიტას პირველი კომენტარი ქმართან დაშორების შემდეგ

- ქალბატონო ლოლა, თქვენი ახალი სიმღერის გამოსვლის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში გიორგი წერეთელი აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა... 

- გიორგის არასდროს არავინ ჩაანაცვლებს, არც სიმღერით და არც არაფრით. ის არის ჩემთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. აჩის აქვს ადგილი სიმღერაში. გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება. 

- ისე ჩანს, რომ გაშორებამ არაფერი შეცვალა და ყოფილი ქმრის მიმართ თქვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა...
- დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი ქმარი მიყვარდა, მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ეს არის კანონი და სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის. 


წყარო: sarke