loader

Jessie J-ის დაუვიწყარი კონცერტი "ბლექ სი არენაზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Jessie J-ის დაუვიწყარი კონცერტი "ბლექ სი არენაზე"

ცნობილმა ბრიტანელმა შემსრულებელმა Jessie J-მ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, 6 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" კონცერტი გამართა.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა "Price Tag", "Domino" და "Laserlight" - კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენის“ მსმენელის წინაშეც.