loader

"უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა" - ლიკა ქორქია იუსტიციის სამინისტროს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა" - ლიკა ქორქია იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

კომპოზიტორ ავთო შარვაძის მეუღლემ, თინა იმნაძემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეზობელი, ცნობილი მოდელი ლიკა ქორქია წერს.

"დღევანდელმა დღემ ასე ჩაიარა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა. სასწრაფო არ ტოვებს დანიშნულების ადგილს. თვითონ ამ ეტაპზე გონზე არ არის. აღმსრულებლები ელოდებიან გამოღვიძებას, რომ გარეთ გაიყვანონ და დააწვინონ ქუჩაში.

ეს ის ქვეყანაა, ბინებიდან გამოსახლებები აღარ იქნებაო, სხვა დაპირებებთან ერთად რომ გვპირდებოდნენ. ის ქალაქია, სადაც საპატიო მოქალაქეებს აჯილდოებენ და წლების
შემდეგ აღარც ახსოვთ არაფერი.

ის ქალაქია, სადაც მერია თავის მოქალაქეებზე, რომლებიც თაღლითური სქემის მსხვერპლნი არიან, ყოველგვარ ვალდებულებას იხსნის.

მოსყიდული მოსამართლეების ქვეყანა, სადაც ყიდულობ მოსამართლეებს, როგორც პროდუქტს მარკეტში. მოკლედ, ამ დროს, როცა აცნობიერებ, რომ შენც შეიძლება ხვალ ვიღაც მოგადგეს და გითხრას, შენი სახლი ჩემიაო და როცა ხვდები, რომ არავინ არ გყავს ამ ქვეყანაში პატრონი, ბოლო იმედს ეჭიდები. მთავარი არხი • Mtavari Arkhi Nodar Meladze - იქნებ თქვენი მაინც დაეხმაროთ ამ უსამართლობის დამარცხებაში... Rustavi 2 Tv1 Levan Kirvalidzeინგა გრიგოლიაNino Shubladze".