loader

ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და საერთოდ, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და საერთოდ, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის?

ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და საერთოდ, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? - ამ კითხვაზე პასუხის მიღება უკვე უფრო მეტად გამარტივდა. გამომცემლობამ "პალიტრა L" ქენდის ბუშნელის წიგნი "სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე გამოსცა.

ქენდის ბუშნელმა წიგნი პირველად 1997 წელს გამოსცა და სწორედ მისი წიგნის მიხედვით შეიქმნა სერიალი "სექსი დიდ ქალაქში". ბუშნელი სიყვარულსა და ცხოვრებას ყველა კუთხიდან აღწერს. წიგნი 33 ენაზეა ნათარგმნი. ჟურნალისტი ქენდის ბუშნელი, სახალისო ქალურ ისტორიებს სტატიებად წერდა, რაც ჯერ სერიალად იქცა, მოგვიანებით კი მისი მიხედვით ორი ფილმი გადაიღეს.

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულენოვანი წიგნის პრეზენტაცია "მოქსში" შედგა, სადაც სტუმრად ძირითადად, მანდილოსნები იყვნენ მოწვეულები.
ღონისძიების სტუმრებისთვის მოეწყო გათამაშებები, სადაც რესტილაინის, გაგრა პლიუსის, ალპენფარმას და სხვა ცნობილი ბრენდების მიერ დაწესებული საჩუქრები გათამაშდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი