loader

"ოო, ღმერთო ჩემო... უნდა წავიდე, ბოდიში" - რა დაემართა ელტონ ჯონს და რატომ ატირდა ის სცენაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოო, ღმერთო ჩემო... უნდა წავიდე, ბოდიში" - რა დაემართა ელტონ ჯონს და რატომ ატირდა ის სცენაზე?

სერ ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში კონცერტი პნევმონიის გამო შეწყვიტა.

72 წლის მუსიკოსმა კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმა დაკარგა და იძულებული გახდა, სცენა დაეტოვებინა.

"უბრალოდ, სრულად დავკარგე ხმა. სიმღერა არ შემიძლია. უნდა წავიდე. ბოდიში", - უთხრა მან აუდიტორიას.

ელტონ ჯონმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა.

მსმენელებმა ის ხანგრძლივი ტაშით და ოვაციებით დააჯილდოეს. მუსიკოსმა დარბაზი სხვების დახმარებით დატოვა.