loader

რეპერმა კანიე უესტმა თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა - რამდენად შეძლებს რეპერი კონკურენციის გაწევას დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპერმა კანიე უესტმა თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა - რამდენად შეძლებს რეპერი კონკურენციის გაწევას დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენისთვის

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა, რომელიც ხშირად გვევლინება, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი, გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება, კენჭს იყრის.

თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უესტი პრეზიდენტობაზე ალაპარაკდა: ოქტომბერში, მისი ალბომის გამოსვლის შემდეგ მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2024-ში აუცილებლად დააყენებდა თავის კანდიდატურას. ხოლო პირველად უესტი პრეზიდენტად თავისი კანდიდატურის დაყენებაზე 2015 წელს ალაპარაკდა, როდესაც ის ჯერ კიდევ აშშ-ის "დემოკრატიულ პარტიასთან" იგივდებოდა. თუმცა წლების განმავლობაში მისი პოლიტიკური სიმპათიები შეიცვალა, რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მის მხარდამჭერადაც მოგვევლინა.

"ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვის გაერთიანებით და ჩვენი მომავლის აშენებით. მე კენჭს ვიყრი ამერიკის პრეზიდენტობაზე." - წერს უესტი "თვითერზე".

ბუნებრივია, რეპერის ამ გადაწყვეტილებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მის გულშემატკივრებს შორის ილონ მასკიც კი მოხვდა. SpaceX-ის დამფუძნებელი უესტის ტვიტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ სრული მხარდაჭერა ჰქონდა.